Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

შემომეგება დღესაც, ეს უსასრულო ღამე,
ჩემი ფიქრები მაღლა, ღრუბლებში ავიტანე.
იქ ვესაუბრე ზეცას, შენზე ვუამბე მთვარეს
და ვეალერსე ვარსკვლავთ,
შენი თვალების მსგავსებს. იმათ მაჩუქეს ნატვრა,
ერთი სურვილი მომცეს, მეც სიყვარული შენი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენა ხარ წყარო, თავანკარა-მე ვარ წყურვილი,
შენა ხარ ნება-მე ვარ გზნება, მე ვარ სურვილი.
შენა ხარ სიო-სასხვისიო-მე ვარ ხანძარი,
შენ ხარ ნათელი-მე სანთელი-შენი ტაძარი.

შენა ხარ ხატი, სალოცავი-მე ვარ მლოცველი,
შენ ხარ ვაზი-მე ვენახის ფესვის მკოცნელი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 959 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენ დაგიტოვებ ყველაზე ლამაზს,
ყველაზე ძვირფასს რაც გამაჩნია... 
ჩემს ფიქრებს, დარდებს, ჭადრების ფოთლებს, 
სიჩუმეს, წვიმას, ზაფხულის ქარებს, 
ჩემს ათას ეჭვით უძილო ღამეს, სევდიან დარებს... 
ჩემს დაღლილ თვალებს, ფიქრსა და სევდას, 
ცრემლების ციმციმს, ნისლიან ზეცას...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1031 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.

დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენს გულისნადებს და მწუხარებას,
დედაზე კარგად ვერვინ გაიგებს,
და რომ შეეძლოს შენს სატარებლს,
იგისაკუთარ მხრებზე დაიდებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 964 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენ არ გეგონოს რომ ვიცინი გულს ეღიმება
ნაღვლიანი ვარ მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება
მეუბნებიან გაიცინეო სიცილი გიხდება
და მეც ვიცინი რადგან საქმეს ასე სჭირდება

ზოგჯერ ვფიქრობ სათამაშოდ ყოფნა ჯობია
რომ დარჭირდები ითამაშებენ გაერთობიან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 755 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 206 207 208 209 210 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.