Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » თურმე ვხედავდი სიზმარს, სიზმარს ახდენილს ცხადში....
2:13 PM
თურმე ვხედავდი სიზმარს, სიზმარს ახდენილს ცხადში....

შემომეგება დღესაც, ეს უსასრულო ღამე,
ჩემი ფიქრები მაღლა, ღრუბლებში ავიტანე.
იქ ვესაუბრე ზეცას, შენზე ვუამბე მთვარეს
და ვეალერსე ვარსკვლავთ,
შენი თვალების მსგავსებს. იმათ მაჩუქეს ნატვრა,
ერთი სურვილი მომცეს, მეც სიყვარული შენი,
და შენი სითბო ვთხოვე.
და გაეღიმათ ვარსკვლავთ,
მკითხეს: ეგ რატომ გვთხოვე?
ის უკვე არის შენი,მას შენ უყვარხარ სწორედ.
ის შენზე ფიქრობს ახლაც, ისიც შენს თავს სთხოვს მთვარეს,
შენ სიყვარულს სთხოვს ვარსკვლავთ, შენ ესიზმრები ღამე.
მისი ოცნებაც შენ ხარ, აღარ იფიქრო მეტი!
წადი, დაბრუნდი მასთან, და გაუწოდე ხელი.
მაშინვე გავჩნდი შენთან, შუბლზე დაგადე ხელი,
გეფერებოდი მძინარს, შენ არ გესმოდა ჩემი.
ვერ გაგაღვიძე, მაგრამ, მე გამეღვიძა მაშინ,
თურმე ვხედავდი სიზმარს, სიზმარს ახდენილს ცხადში....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 700 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.