Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 8 » ცრემლების მძივით სახეზე ლამაზად მაირთვებიო.
12:35 PM
ცრემლების მძივით სახეზე ლამაზად მაირთვებიო.

შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.

დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.

თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,

ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.

როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,

ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 711 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.