Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
რამდენი მოგეფერე! რამდენი გეალერსე!
შენგან მოხიბლულმა სიტყვით ვითარეშე!
გული გავიმაგრე! გრძნობა გაგიმხილე!
ქცევით მაგრძნობიე! სიტყვით არ მიმხილე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-09 | კომენტარი (0)


ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 937 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 975 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1318 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


უკანასკნელად მომიყევი ზღაპარი დედა
კვალვ ჩაეძინათ
ლაფაროზე ფრთასველ ბეღურებს
შენს გარდა თურმე
ქიმერები ყოფილან ყველა და მაპატიე,
სწორედ შენ ერთს ვერ გიერთგულე... მე ჩამიარა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1098 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)


მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?
მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 946 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-08 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 204 205 206 207 208 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.