Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
 
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი,
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა,
შეხვედრა ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა
ცხოვრება... ძალზე ძნელი .
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-28 | კომენტარი (0)


მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1301 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-28 | კომენტარი (0)


შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-28 | კომენტარი (0)


თუნდ ამომგლიჯო მე ჩემი ენა-
მე მაინც გეტყვი !
და დამიშანთო ორივე თვალი-
მე მაინც გნახავ!
და თუ მომკვეთე მე ორთავ ფეხი-
მე მაინც მოვალ!
მე შენთან მოვალ,გეტყვი- "მიყვარხარ”
მე შენს ხატებას სულში ვინახავ.
………………………………………….

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-28 | კომენტარი (0)



უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 969 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-27 | კომენტარი (1)




მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 789 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-23 | კომენტარი (0)



მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-23 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 191 192 193 194 195 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.