Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 865 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)


ქალო სირცხვილია შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს.
ქალო, ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.
ქარი გიწეწავს ფაფუკ თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1404 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)


როდესაც ღმერთმა წარმოშვა დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული,მას მხედველობაში გამორჩა ქალი...

მამაკაცმა შეამჩნია ეს და იჩივლა ღმერთთან თავისი მარტოობა...
ღმერთი დაფიქრდა და თქვა,რისგან შევქმნა ქალი?როცა მთელი მასალა კაცის შექმნაზე წავიდა?...მაგრამ მაინც ვერ უთხრა უარი და საქმეს შეუდგა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 905 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)



ვარდის დაზრდობა როგორც წესი ზამთრის ბრალია,
ღმერთმა, ხომ იცის როგორ ვარდობს, ვარდი მაისში,
რაც შეეხება ქალის ქცევას; ქალი ქალია,
და ყველა მისი ახირება ყველა კაპრიზი,
უხერხულია განსასჯელად და უკადრისი...
კაცია ქალის შემოქმედი, ქალის ავტორი
და ყოველგვარი ცოდვა-მადლის, ბატონ-პატრონი!!!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 775 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)

  
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,
შენ რომ გიყვარდა_ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ეხლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავიგვიანე.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1209 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)



უშნომ ქვეყანა დააქცია და
მაინც ეხურა ნამუსის ქუდი.
ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და
უკვე შეარქვეს სახელი ცუდი...
ქალი კი არა, მზე თვალს ახელს და
ღრუბლებს უჩნდებათ წამით იარა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1049 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)


ფრთხილად იყავი-
ქალს ნუ აატირებ!
იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 951 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-01-20 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 193 194 195 196 197 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.