Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა!
..........................................
უნდა იცოდე ვინ არის ღირსი
რომ სიყვარული ატარო მისი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1934 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (2)


ხშირად უნდა გამექცე,
ხშირად უნდა წახვიდე.
რომ მოადგე მერე,კვლავ
ჩემი გულის ნაპირებს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)


ეჰ, ნუღარ ელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას,
მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე,
მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,
რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)


მენატრები და მესურვილები,
მეფიქრები და მესურნელები,
მესხეულები..
ფრთხილად იყავი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)


ნაცრისფერია ეს მონატრება..

ეს სიმარტოვეც ნაცრისფერია
ვნაცრისფერდები სიცოცხლის ხელში..
და ეს ჰანგებიც ნაცრისფერია...
ახლა ეს ტრფობა წააგავს სარკაზმს,
ამოუხსნელი რჩება გენია..
კვლავ ვეფერები ამ ღვთიურ ნაკაწრს,
მაგრამ ის უკვე ნაცრისფერია..
ცრემლების კვალზე..გაცრეცილ გულში...
ყველა სიზმარი..გრძნობა სველია..
ვეღარ გიყურებ ჩემს ნაფერ სულში,
რადგან ის უკვე ნაცრისფერია...
მენატრები...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1237 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)

rogor bavshurad miyvarxar exla,
rogor gulwrpelad mjera me sheni
shen daeuple sivrceebs ukve
elva xar camde totebgashlili....
moulodnelad shemodis game,
da sulshi titqos rijraji dgeba
chvens shoris chadga es grdzeli game,
magram chven mudam viqnebit ertad!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)

მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით.
შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა.
ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს...
რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში.
გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება,
ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის,
გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-06 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 189 190 191 192 193 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.