Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » იანვარი » 28 » სიკვდილთან ეჭვიანობა
2:44 PM
სიკვდილთან ეჭვიანობა

შენ ზეცის თავს ზევით _
მზის გულში თავსდები
და ვარსკვლავავსებულ
ორბიტას გარს უვლი.
მე შენი განცდებით
წამს დავემსგავსები,
ჩემში არარსებულ,
მოგონილ წარსულით.
შენ ღრუბლისეულებს
შეხვდები სანისლეს,
სულებს და სხეულებს
სითეთრეს აუშლი.
მე დამასნეულებს,
რომ ჩემსას არ ისმენ,
რომ თვალებს ნაწვიმარ
დღესავთი დაუშრი.
შენ მიემგზავრები
ნიავთა ლაშქარით
მოკვდავთა ნატვრების
ვარდისფერ საუფლოს.
მე ისევ ჯიბეში
მაქვს შენი თავშალი
და როცა დავთვრები,
სულ მასთან ვსაუბრობ.
შენ ალისვნებიან
მაგმური აღგზნებით
ნახევარმთვარესთან
ჟინს იკლავ, ისვენებ.
დღეს აივსებიან
მოთმენის ვაზნები
და შენს სამარესთან
მიშველე!
მიშველე!!
მიშველე!!!

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 717 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.