Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები

შენი უძირო შავი თვალები…
მასავით ცივი, უკაცრიელი,
იდუმალებით მოცული მზერა...
მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერაshi
ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
სანამ ღრუბელი მიეფარება

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


სიტყვები მიყვარხარ წარსულს გაჰყოლია,

სიტყვები მჯეროდა ქვესკნელს ჩაჰყოლია,
არასდროს მინანია არასდროს მიგლოვია,
არასდროს განმიცდია ტკივილი ტანჯვა,

ნუთუ შენ არ გესმის არ მინდა არა.
გთხოვო დამტოვებ,არაფერს იზავ?
სიტყვები მიყვარხარ , წარსულს გაჰყოლია,
სიტყვა მჯეროდა ქვესკნელს ჩაჰყოლია!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 907 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


მაგრამ შენ არ ხარ გალაქტიონი,

და არც თავადი ბაგრატიონი..
არც ეს ცხოვრება არის იოლი,
მეც კი წამართვეს ნიჭი ღვთიური..
ნიჭი ღვთიური?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 848 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1015 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,

ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 843 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


ნეტავ, რომ იცოდე, ეს დრო რია–რია,
წამები წუთებში როგორ აირია..
გულის ფეთქვა ჩემი ფუჭი ტრიალია,
შენი არსებობა მაინც მიხარია...


მიკვირს უშენობა, მე, რომ შემიძლია,
ალბათ, სიყვარულმა ისევ ჩემს გულს სძლია...
შენი ცოტა სითბოც მას არ გააჩნია,
მაგრამ გულში დიდი კვალი დააჩნია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 915 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)


ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 856 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-02-22 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 179 180 181 182 183 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.