Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » ცოტა-ცოტა
8:26 PM
ცოტა-ცოტა

ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო,
მოდი! მართლა გინატრე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 817 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.