Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 22 » შენი არსებობა მაინც მიხარია...
8:39 PM
შენი არსებობა მაინც მიხარია...

ნეტავ, რომ იცოდე, ეს დრო რია–რია,

წამები წუთებში როგორ აირია..
გულის ფეთქვა ჩემი ფუჭი ტრიალია,
შენი არსებობა მაინც მიხარია...


მიკვირს უშენობა, მე, რომ შემიძლია,
ალბათ, სიყვარულმა ისევ ჩემს გულს სძლია...
შენი ცოტა სითბოც მას არ გააჩნია,
მაგრამ გულში დიდი კვალი დააჩნია..,




შენი ღიმილიც კი ჩემთვის მიხარია,
წლები ასე გადის, სადღაც.... რია–რია...
სული მეხუთება...გული უძლურია...
შენი არსებობა მაინც მიხარია...
შენი გამოხედვა ხშირად მღირსებია,
მაშინ...კანკალითვე წყალი მჭირვებია,
მე, ამდენი ტანჯვა ჩუმად გამივლია...
შენი არსებობა მაინც მიხარია...

თუ არ გყვარებივარ, რატომ მიცქეროდი?!
თუ არ გყვარებივარ, რატომ მიღიმოდი?!
ასე ყოველივე, ბნელში აირია...
მაინც მიხარია...
მაინც მიხარია..

აი, ამ გრძნობებზე ბევრჯერ მიფიქრია,
ზიზღი სიყვარულში რ ო გ ო რ აირია...
და ეს სიყვარული... ჩემი სიყვარული,
გულის უკუნეთში, სადღაც ჩაილია..

სულ უშენოდ, რომ მოვკვდე რია–რია
შენი არსებობა მ ა ი ნ ც მ ი ხ ა რ ი ა ....!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 865 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.