Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » რა იდუმალი ხარ!
10:12 AM
რა იდუმალი ხარ!

რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
მაოცებ,
მაოცებ
თვალების ღიმილით,
(ირგვლივ თოლიების აურზაურია)
ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა,
რა უცებ,
რა უცებ,
სულსწრაფად,
სრულიად.
მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს,
ბავშვივით გულჩვილს და
ქალურად ვნებიანს,
ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია,
ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია.
რა იდუმალი ხარ!_
მარტივად ამბობ და...
ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია,
ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა,
მე კი გაგამუზე
(რა გასაკვირია!)
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 880 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.