Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 17 » სენი
2:29 PM
სენი

სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო,
დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ,
შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს,
მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.

სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში,
ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი:
ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე,
გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.

მე ვერ გითხარი, რომ ბავშვები ორი დღის წინათ
მიწის ქვეშ ისე დამემალნენ, რომ ვერ ვიპოვე,
შენ სიცხე გქონდა, გემსხვრეოდა თვალებში მინა,
და მათი წასვლა მე უშენოდ გამოვიგლოვე.

შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა
გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია,
ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ,
ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-04-23 - 5:13 AM

saocaria..:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.