Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 16 » იცი? ეს ჩემი ლექსია...
7:14 PM
იცი? ეს ჩემი ლექსია...
http://i026.radikal.ru/1104/53/c0c3d50ea971.jpg

არავის უთხრა სხვას.
ბოლო ფურცელზე მინაწერი
სხვა ყველა ფურცელს წვავს.
ეს სიყვარულის ფურცელია,
წყლის ანარეკლის სიციმციმე,
მთვარეს რომ დავეძებ ყველა გუბეში
ნეტავ შენს გარდა იცის ვინმემ?
ქარი მოგიტანს სუსხიან ზამთარს,
წაგართმევს ყველა სათუთ ოცნებას,
თოვლით დაფარულ გულს მოგიყინავს,
გაგიცამტვერებს ყველა ოცნებას.
უცხო მუსიკის ნოტებს დაეძებ,
უცხო ქალაქს და უცხო ქვეყანას,
ვისაც დაეძებ ის კვლავ აქ არის
და ვერც მიხვდები კარგო შენ ამას.
ფოთოლცვენის გზა მუდამ დაგიცდის,
სკამიც დაგიცდის ნაპირთან მდგომი,
ვერ შეელევი შენ მის ნაკვალევს
და ნამთვრალევი ფიქრების ომი
დუელში გიწვევს მწარე ღიმილით...
იქ სეკუნდანტი შენი ცრემლები
ჩუმად წაშლიან მის მონატრებას
და შენც ნებდები...
წუთით ჩერდები...
იცი რომ გტკივა, იქ, სადღაც გულში,
მაგრამ არ გინდა, ხელს ნუ შეახებ,
გრძნობაგამოცლილს ფეთქვაც კი უჭირს
და სიცივისგან თვალებს ვერ ახელს.
დიდ წითელ ლაქას უთეთრეს თოვლზე
ნუ უცქერ ისე – როგორც აჩრდილი,
მიუალერსე, ის ხომ ჩვენ ორის
სიყვარულია სისხლით დაცლილი!
იცი? ეს ჩვენი ლექსია,
არავის ვეტყვი სხვას.
ბოლო ფურცელზე მინაწერი
სხვა ყველა ფურცელს წვავს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 768 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.