Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » აპრილი » 29 » როდესაც!!!
8:12 PM
როდესაც!!!

როდესაც!

მიიწურება თვე ფერიცვალების...
გარდავიცვლებით...
მე და დედამიწა.

როდესაც!

ჩემი სხეული
მარტივ მამრავლებად დაიშლება
და მე უსასრულობამდე გავიფანტები.
მაშინ აღარ იარსებებს დასასრული!
არც კოეფიციენტი.
თუნდაც გუშინდელივით
უჩვეულოდ, თითქოს მზის
უკანასკნელი ამონათების.

როდესაც!

კედელზე სამგლოვიარო სცენებს
დავხატავ, განწყობისთვის.

-მერე, მერე რას იზამ?

კიდევ ერთხელ დაგივიწყებ!
კიდევ ერთხელ შევავსებ, ცარიელ ფურცლებს,
რომ გაგიხსენო და გამოვედევნო ფერიცვალებას.
მომდევნო შეხვედრაზე თვალებით
ისევ მიწას მივაჩერდები,
სცენა, რომ შეავსონ მოჩვენებებმა...

...ცარიელ სკამებს დაეხეთქა,
და ტირის,
უსინათლო მზე...
მე შენი თითებით
ჩავასვენე სასახლის ბუტაფორიაში,
ფერიცვალების თვე
და წავედი...

უკვე აღარ მახსოვს,
მერამდენედ მოვატყუე სიკვდილი....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: admin | ტეგები: როდესაც!!! | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.