Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 13 » ადამიანი ვარ...
1:59 AM
ადამიანი ვარ...




ადამიანი ვარ...რთული და მარტივი...
სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს,
ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით,
ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს.
ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი,
ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა,
ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს
ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა.
ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ
ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი,
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,
ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები.
ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად,
ზოგჯერ სხვისი დარდით თვალცრემლიანი ვარ
ეშმაკს და ანგელოზს თავისი ადგილი აქვს...
ჩემს სულში რადგანაც ადამიანი ვარ

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 926 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.