Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » მე არ შემიძლია
8:23 PM
მე არ შემიძლია
მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,
ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,
ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.
სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,
რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდება
მე არ შემიძლია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 628 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.