Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 22 » გაქრება...
8:26 PM
გაქრება...
მოჩვენებითი ლაღი ღიმილი,
მოჩვენებითი წვიმა,
მოჩვენებითი გულის ტირილი
და შენში ძველებურად ცივა...
დაშლილი ფიქრთა კრებული,
დაშლილი ოცნების გროვა,
დაშლილი სივრცის ჰაერი...
და მარტოობაც მოვა.
გაფრენილ დღეთა ხალისი,
გაფრენილ წამთა რწმენა,
გაფრენილ პეპელას ემსგავსა
პატარა გულის თმენა.
უფერულ სიტყვებს გაჰყვება
უფერულ აზრთა ჯარი,
უფერულ ფოთლებს მოიტანს
დღეს მარტის გიჟი ქარი.
გაქრება იის სურნელი,
გაქრება...წლებიც გავა...
გაქრება ყველა სურვილი
და სიყვარულიც წავა.
მარტო დარჩენილ თვალებში
სევდა შემორჩა ქართა,
მოუფერებელ ტუჩებს კი
ნაზად დასცდება:
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 694 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.