Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური

სასწაულებრივ დიდებულებით
და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი
ოქროვან ორთქლში ამოისრული,
თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.

თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს,
ახანგრძლივებს უსაზღვროებას,
აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას,
და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ
სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 844 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ,

როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს...
უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ,
მისი საზღვრები კილომეტრებით
არ იზომება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 828 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


ფიქრები?_ისევ მაწამებენ.

ოცნება?_რავიცი გაქრა.
დანახვის სურვილი?_შემომრჩა...
იმედის ნაპერწკალი?_ჩაქრა.
უშენოდ ვერ ვძლებდი?_გავძელი.
ძნელია რა ვუყოთ ახლა.
ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს.
ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ,
ოცნება?_რავიცი დასრულდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


არვიცი...რატომ...მაგრამ...

რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)



შეყვარებულ ქალს ყოველი წყენა 
მალე გაუვლის,თუმც აატირებს. 
ის გაპატიებს შეცდომას ყველას, 
შეურაცყოფას ვერ გაპატიებს. 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 804 | დაამატა: FallenAngel | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)

 
კომპლიმენტისა და ქების არც იგნორირებაა გამართლებული და არც ზედმეტად გაამაყება - სხვების კეთილგანწყობა საკუთარი ცხოვრების უმაღლეს მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს. ზიანი ორივე შემთხვევაში ერთნაირია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)

 
თვალებს იქით სხვა სამყარო გუგუნებს,
თვალებს იქით სხვა სამყარო იწყება,
თვალებს იქით სულის სარკე შეგხვდება,
თვალებით კი სხვა არ დაგავიწყდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 132 133 134 135 136 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.