Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,

ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 885 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ მოხვდა ...მაშინ როდესაც სამყაროში სუფევდა შიში -რომელიც ყოველი ადამიანის სიახლოვეს დასეირნობდა .კაცმა არ იცოდა რა იყო სულიერი სიმშვიდე, სიყვარული !

სადღაც შორს,ძალიან შორს, უდაბნოს პირას პატარა ,დანგრეული ქოხი მოსჩანს...ასე გგონია ნიავი დაუბერავს და თან წაიღებს-ისე არამყარედ დგას. მის ფანჯრებში მინის მაგიერ ,უფერული და ჭუჭყიანი ტილოებია ჩასმული ; კარი კი ნიავს ეცეკვება -იხსნება და იკეტება...ქოხში სიბნელეა ,სიცივე ,სინესტე ,ყველაგან ნაგავი და ცარიელი ბოთლები ყრია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1062 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


_მე შენ მიყვარხარ

_არ გჯერა?
_ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და
აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ
გჯერა ჩემი.მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1052 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


რაო? რატომ გაჩერდა ტკივილი? სად? ვისთან ეძებდი შენს დაღლილ ბედნიერებას? სად აცეცებდი თვალებს? რატომ, რატომ გაურბოდი შენს აბორგებულ გულს? განა იქ არ იბადება შენი ნაზი გრძნობები ყოველივესადმი? განა შეიძლება ადამიანი გეკუთვნოდეს? არა.. შენი გული იქნება შენთან, მას გაუფრთხილდი, ხშირად ჩაიხედე და დაუყვავე... მერე რა რომ არავინ გასწავლიდა ამას? მერე რა რომ ნულიდან გიწევს დაწყება?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო.

შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე!
მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო!
მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი.
შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება...
და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ
გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ!
რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა...
ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 929 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


იმედდაკარგული არ მინდა გელოდო

აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,

ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე,
რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!
დააჩქარე, გესმის?! _ დააჩქარე, მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე _
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 130 131 132 133 134 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.