Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 856 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (1)


ერთი ვარსკვლავი ცხოვრობდა ცაზე...

ყველა ფიქრობდა...და იცი რაზე???
სანამ გაძლებდნენ ამ ქვეყნად ასე,
უმეგობროდ და ფიქრებით სავსე...
მეგობრობაა ცხოვრების გზაზე.
ყველა ოცნებით ,სიკეთით სავსე,
მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე,
რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე.... !

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1211 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს

გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად
ლექსი რომ უყვარს , კარგი ლექსი , კარგი ზღაპარი
და ჩუქურთმები სვეტიცხოვლის ,ზარზმის , საფარის.
ღამე რომ უყვარს , როცა ცაზე თეთრი ხომლია.
ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს
გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


დასრულდა ცრემლებით ბანალურად
ერთი სიყვარულის პრემიერა,
პირქუში სიზმარივით გამიმეტე
ასე თავნება და ნებიერა

არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს,
მართლა კარგი ვარ და სასურველი,
მიკვირს _ადექი და შემელიე,
მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)



სთქვი რაზე ფიქრობ,
ჯერ არდეა შენთვის ნაღველი,
შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს სევდის სახელი.
შენ რაზედ ფიქრობ, რომ შემეძლოს იმის წაკითხვა
მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.

მე რომ მანდობდე - რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ,
მე რომ მეტყოდე - რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ,
მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს!
და ჩემს დიდ სევდას დავარქმევდი შენს ლამაზ სახელს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 841 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)


ვიცი რომ უკვე დაგავიწყდი,

აღარ მნახულობ.
შენ რომ ვერ გხედავ
გული მწყდება,
თითქოს ვმარხულობ.
რაღაც მაკლია, რაღაც მინდა,
რაღაც მაწუხებს.
თუმცა არ ვიცი, სად გავექცე
ახლა მარწუხებს.
...მეტი რა მექნა,
განაცვალე გული ჩემს წილად,
მიყვარხარ-მეთქი რომ გითხარი,
რატომ გეწყინა?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (1)


ჩვენ რომ გვგონია ისინი არ ვართ,

გვჯერა ყველაფრის,არასწორია!..
ჩვენი ცხოვრება წააგავს თამაშს,
სიკვდილთან ყველა თანასწორია...

არის თეატრი,არის სპექტაკლი,
სხვადასხვა როლი გვერგო სულ ყველას.
ზოგი თამაშობს როგორც სულელი
და ეს პიესაც მალე სრულდება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-22 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 134 135 136 137 138 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.