Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

თუ რაღაცა გინდა იოცნებე და თუ ამ ოცნებას ვერ ისრულებ ეცადე სიზმრებით ისე იცოცხლო როგორც რეალობით ცოცხლობ რადგან სიზმრებში და წარმოსახვაში ადამიანს იმის გაკეთება შეუძლია რასაც რეალობაში ვერ გააკეთებდა .

სიყვარულიც ესეა პატარა ზღაპარია ოცნებაა რომელიც პატარა გულში დიდ ადგილს იკავებს და ისე ღრმად გაგრდძნობინებს რომ თვითონ შენც კი გიყვირს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 751 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო,

ოღონდ არ მკითხო,ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 785 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,რომ აგეშალოს ნერვები

დაგათრობ ღვინით და კოცნით და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით და ბოლოს მოგეფერები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 967 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი შენს ლამაზ თვალებს
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და.. შენ გააღებ უმზეო თვალებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 827 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


როცა დაიწყებს წყარო საუბარს,

მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 945 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...

წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 815 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (0)


დღეს მე განაჩენი გამომიტანეს. მითხრეს, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც
ბოროტი, კიბოსმაგვარი არსება ბუდობს. ის მანგრევს, მჭამს შინაგანად და ამის
შეჩერება არავის და არაფერს აღარ შეუძლია... ექიმმა მშვიდი ტონით მითხრა –
კიბო გაქვს... უკვე ვერაფერი უშველის... სიგარეტმა დაგღუპა, შვილო...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 996 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-27 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 129 130 131 132 133 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.