Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 27 » არავინ იცის ,რა მოხდება ხვალ....
11:45 PM
არავინ იცის ,რა მოხდება ხვალ....
ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ მოხვდა ...მაშინ როდესაც სამყაროში სუფევდა შიში -რომელიც ყოველი ადამიანის სიახლოვეს დასეირნობდა .კაცმა არ იცოდა რა იყო სულიერი სიმშვიდე, სიყვარული !
სადღაც შორს,ძალიან შორს, უდაბნოს პირას პატარა ,დანგრეული ქოხი მოსჩანს...ასე გგონია ნიავი დაუბერავს და თან წაიღებს-ისე არამყარედ დგას. მის ფანჯრებში მინის მაგიერ ,უფერული და ჭუჭყიანი ტილოებია ჩასმული ; კარი კი ნიავს ეცეკვება -იხსნება და იკეტება...ქოხში სიბნელეა ,სიცივე ,სინესტე ,ყველაგან ნაგავი და ცარიელი ბოთლები ყრია .ჭერზე დიდი ხვრელია,საიდანაც ცვიმის წვეთები შემოდის ოთახში. ამ პირობებში ვერავინ იცხოვრებდა -მაგრამ ჩვენი ცხოვრება ისეთი სასტიკი,გულცივი და საზარელია,რომ.... ქოხში თუ შევიხედებით ,ვნახავთ საშინელ სანახაობას- ერთ-ერთ ბნელ კუთხეში ერთმანეთთან ჩახუტებულ ორ პატარა ,სავარაუდოდ 7 წლის გოგონას და ბიჭს სძინავთ-ნინიკოს და ლუკას...მათ ტანს დახეული,ჭუჭყიანი და ზომით პატარა სამოსი აცვიათ...ბავშვები კანკალებენ -გარეთ შემოდგომის ბოლო თვე დგას, წვიმს და საშინლად ცივა...ხანდახან გაისმის მათი კვნესა- ალბათ ცუდ სიზმარს ხედავენ პატარები,ან კიდევ აწუხებთ რამ...მაგრამ ერთმანეთს ჩაეხუტებიან და განაგრძობენ ძილს -მეტი რაღა დარჩენიათ -არც არაფერი...დედათავიანთი მათ მშობიარობას გადაჰყვა -მამამ კი ისე განიცადა მისი სიკვდილი ,რომ ყველაფერი ახალშობილებს დააბრალა და შეიზიზღა...იმ დონემდე შეიზიზღა ,რომ ერთ დილას ორივე ბავშვი ცელოფანში შეფუთა და ნაგავთან ერთად გადაყარა ...
აჯობებდა ,რომ იმ დროს მომკვდარიყვნენ ეს პატარა არსებები, რომ არ ეწვალათ ამდენი ,მაგრამ მათ სხვა ბედი ჰქონდათ .ვიღაც მაწანწალა ,ჭკუაზე შეშლილმა ქალმა იპოვა ისინი,და გადაარჩინა ...
-მადლობ ღმერთო,რომ ჩემი ოცნება ამისრულე და ბავშვები მაჩუქე! -იფიქრა ქალმა .მე მათ ნამდვილი დედისავით შევიყვარებ და გავზრდი ადამიანებად...
ამ ქალს სახელად ქრისტინე ერქვა .ბევრი რამ გადაიტანა მან თავის ცხოვრებაში-ქმარი მის თვალწინ მოუკლეს , მშობლები ავარიაში მოკვდნენ -და ამ ყველაფერმა გააგიჯა ,ხალხს ჩამოაშორა და თავის თავში ჩააკეტინა .... ის ზუსტად იმ ქოხში ცხოვრობდა , ხდებოდა ისეც ,რომ მთლიანი დღის განმავლობაში ლუკმა პურს ვერ ჩაიდებდა პირში...ახლა კი როდესაც ბავშვები იპოვა -მოიყვანა ისინი ქოხში,დააწვინა ტილოებზე და გარეთ გავარდა ,რომ მათთვის საჭმელი მოეტანა ... ხალხი გულგრილად აუვლიდა ხოლმე გვერდს , ბევრი დასცინოდა , ზოგიერთები შეურაწყოფასაც აყენებდნენ... სთხოვდა ,ემუდარებოდა ხალხს ,რომ მოეცათ ცოტათი მაინც ფული ... ეუბნებოდა ,რომ ბავშვები ჰყავდა მშივრები ... მაგრამ ხალხი არ უსმენდა მას.... მაშინ მოუწია ქრისტინეს პირველად მოპარვა -შევიდა მაღაზიაში და ჩუმად საჭმელი გამოიტანა ....ის ხვდებოდა ,რომ დიდ ცოდვას ჩადიოდა ,მაგრამ თავის თავს უმტკიცებდა ,რომ მაგას კეთილი საქმის გამო ჩავიდა....
გავიდა 2 წელიწადი.
ბავშვებიც გაიზარდნენ , სიარული დაიწყეს ... ქრისტინეს ძალიან შეუყვარდა ისინი, ცდილობდა ,რომ რაც შეეძლო მიეცა მათთვის ,რომ ცოტათი მაინც ბედნიერი ბავშვოდა ჰქონოდათ ...მაგრამ მაინც ისეთივე ღატაკები იყვნენ ,როგორც ადრე...დილას დედასთან ერთად გავიდოდნენ ხოლმე ქუჩაში და მათხოვრობდნენ ...გული ცხარე ცრემლებით ივსება ,სული კვნესის ,სხეული კი კანკალებს -მათზე მზერით ...
რატომ ?რატომაა ცხოვრება ასეთი უსამართლო?რატომაა რომ ერთს ყველაფერი აქვს ,მეორეს კი არაფერი გააჩნია; ერთი ბედნიერად ცხოვრობს -ფუფუნებაში ,მეორეს კი მთელი ცხოვრება ბრძოლა უწევს გადარჩენისათვის ...
რით დაიმსახურეს ამ პატარებმა ასეთი ბედი ?!
ნამტირალი სახით მიუახლოვდებიან ხოლმე ხალხს ლუკმა პურის სათხოვნელად.
ხალხი კი შეცოდების მაგიერ ,უკან იწევა ,გარბის, ან კიდევ სართოდ არ აქცევს მათ ყურადღებას და გულცივად ჩაუვლის...
რატომ აქვთ მათ ასეთი რეაქცია ?! რით განსხვავდებიან ღარიბები სხვა ადამიანებისაგან ?!
-მარტო იმით ,რომ მათხოვრობენ და ცუდათ აცვიათ?! ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში .ცხოვრება ხომ ბუმერანგია-რასაც დათესავ იმას მიიღებ! ხოდა მოვექცეთ მათ უფრო თბილად და კეთილად... ბევრი ამბობს რომ ღარიბოდა -სირცხვილია !!! მაშინ სიმდიდრეცაა სირცხვილი-და ორჯერ უფრო დიდი სირცხვილი!!! ღარიბებს ხომ არაფერი აქვთ,მდიდრებს კი ყველაფერი.
და ასე გრძელდება მთელი დღე- საღამოს თუკი რამე მოიპოვეს საჭმელი-შეჭამენ და დასაძინებლად წვებიან- ხო ზუსტად ეგაა მათი ცხოვრება -მათხოვრობა და ძილი ,ძილი და მათხოვრობა ...
ასე მათხოვრობაში და ბრძოლაში კიდევ 4 წელიწადმა ჩაიარა...

ერთხელაც როცა ნინიკო და ლუკა საღამოს სახლში დაბრუნდნენ -მათ საზარელ და აუტანელ სანახაობას დაესწრნენ... ქრისტინე სავარძელში იწვა .მისი სხეული სისხლში იყო დასვრილი ...ვერ გადაარჩინეს იგი, დანა პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი! ნინიკო მიუვარდა და მუხლებზე დაეცა ქრისტინეს მკვდარ,სისხლში გასვრილ ცხედრის წინაშე...ტირილი დაიწყო -გულრწფელად ... მიხვდნენ ,რომ აღარაა მათ გვედით საყვარელი დედიკო ,რომ ის სამუდამოდ წავიდა ... ლუკა გვედით დაუჯდა დაიკოს და ცრემლები თავისით წამოუვიდა თვალებიდან -მიხვდა ,რომ ახლა ისაა ნინიკოს მფარველი და მცველი,რომ ისაა მისი იმედი ...დიდხანს იჯდნენ ასე ,ტიროდნენ და ტიროდნენ გაუთავებლად. ასე დილაც დადგა -ამოანათა მზის პირველმა სხვივმა. ლუკამ მოსწმინდა სისხლი დედამისს სახე გაუსუფთავა და შუბლზე აკოცა .მერე კიდე ნინიკოსთან ერთად მისი ცხედარი ეზოში გაიტანეს და იქვე სიახლოვეს დაასაფლავეს. მიწა დააყარეს და მის საფლავზე პატარა ,ხის ჯვარი დადგეს ...ძალიან განიცადეს მათ დედის სიკვდილი ,მაგრამ ისინი ვერაფერს იზამდნენ -ვიღაც შემოუვარდა ქრისტინეს სახლში გააუპატიურა მერე კიდევ დანა დაარტყა და გაიქცა ...
სახლში შევიდნენ ორივე - ცოტათი მიალაგეს ,დაწვნენ ,ერთმანეთს ჩაეხუტეს და დაიძინეს ....შუაღამისას ნინიკო ნელა ,რომ ლუკას არ გააღვიძოს ადგა და გარეთ გავიდა ...დილამდე ის ოთახში აღარ შემოსულა ... ლუკამაც თითქოს იგრძნო რაღაც ცუდი ,წამოხტა ,რომ ნახა ნინიკო ოთახში არაა ,გარეთ გავარდა ...გაშეშდა , ერთ აქდგილს მიშტერებოდა ...და უეცრად საზარელი ხმით დაიყვირა ....მისი ხმა ათასობით მერტს იქით გაისმა ,და ყველას ვინაც მისწვდა მისი ხმა ,Kჟრუანტელმა გაუარა ...
ნინიკო ხეზე იყო ჩამოკიდებული ,მან თავი ჩამოიხრჩო -ვერ გადაიტანა დედის სიკვდილი და საერთოდ ვერ შეეგუა ამ სასტიკ ცხოვრებას ... ამჯობინა რომ მომკვდარიყო და დედამისთან, ერთად სამოთხეში ყოფილიყო,ვიდრე ასე საშინლად ეცხოვრა...

ლუკამ თავისი დაიკოს ცხედარი ჩამოხსნა ხიდან ,გულში ჩაიკრა და აკანკალდა ....ტიროდა ,გაუთავებლად ტიროდა ... მას ხომ უნდა დაეცვა თავისი საყვარელი დაიკო, მისთვის უნდა ეცხოვრა ,ის იყო მისი ცხოვრების აზრი ....ახლა კი ამ უზარმაზარ ,ცივ სამყაროში ის მარტოდ მარტო დარჩა -ობოლი, იმედდაკარგული...
და არავინ იცის ,რა მოხდება ხვალ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1008 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.