Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

უცებ გაისმა თოფის ზრიალი
გულთან დაამთავრა ტყვიამ ბზიალიბბბ
ბნელმა შეცვალა დღე თბილი, მზიანი
კუბომ დაიწყო მზეზე პრიალი...

ბიჭია მკვდარი, ბიჭია მკვდარი,
წითლად შეიღება თბილისში მტკვარი
კანკალმა აიტანა მთლიანად ტანი
ბიჭმა შეაღო სამოთხის კარი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ნაპირს დაუკოცნა კენჭები და

გულზე სველი კოცნა დაუდნო...
თრთოლვა გაიყოლა ფეხებიდან
ჩაიღიმილა და გაუგო...
ცხელი ჩაიხუტა ქვიშა გულში
ტალღა დაუფინა ნაპირზე
თუკი ვერ აყვები სიხარულში
მაშინ არაფერი დაპირდე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 695 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ხან ქუჩაში ვარ გადებული, დავდივარ გზა–გზა,

ხან დირეზე ვარ ჩამომჯდარი შენს სახლის კართან.
შენ თუ გართობა განგიზრახავს შესვი ფიალა,
რა ავსებს იცი? ჩემი სისხლითგულის იარა.
მერე ღვინოთი ჩაიარე ჩემს საფლავისკენ,
ეს სისხლის ტიტაც შენთვის ყვავის, ჩემთვის კი არა.
ზოგჯერ გაკვირვებს უცნაური კანონი ღმერთის
ტიტას მაგიერ,სარეველას გაწვდიან ეკლის.
როგორც მინდოდა, სტრიქონები მეძებნა ცაში,
შენ, გულის მხარეს, ბასრი დანა ჩამასვი მხარში.
მე ვერ მოგხიბლე ვერც კოცნით და ვერც ყვავილებით
ჩემი სიკეთე დაივიწყე ისროლე წყალში.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 882 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,

ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 711 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


ხელის გულები ამაფარე თვალებზე თორემ,

მოგიტაცებენ დაუნანებლად.
ნაზი თითები ამაფარე ბაგეებზე,
რომ არ გეჩურჩულონ დაუსრუოებლად.
ძალა მარგუნე,რომ აღვიდგინო ნებისყოფა
შენ რომ დაგნებდა.
შიში გამიქრე გაფოთლილი სულის რტოებზე,
შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე.
ამ გულსაც მოუხერხე რამე,
შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 783 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


პატარა ქალო ეგ ღიმილი რარიგად გშვენის

და შენს თვალებში ქალწულობის ეშხი კიაფობს
ჯერ შენ რა იცი ლამაზ ქალებს რა ტანჯვა ელის
რა გეშველება ცისფერთვალა ტურფა იადონს

თუ მაგ თვალების მათრობელა შარბათი შესვეს
შენს სიტურფეზე პოეტები ლექსებს იტყვიან
სევდიან ხმაზე გიმღერებენ ლამაზთა მეფეს
ქალების ფასი პოეტებმა კარგად იციან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)


სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ,

კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს,
სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას.
სიყვარულია ჯვარცმა, წამება,
საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაში იციან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 714 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-05-28 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 127 128 129 130 131 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.