Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ლექსები
10:22 AM
ლექსები
ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო...
თრთოლვა გაიყოლა ფეხებიდან
ჩაიღიმილა და გაუგო...
ცხელი ჩაიხუტა ქვიშა გულში
ტალღა დაუფინა ნაპირზე
თუკი ვერ აყვები სიხარულში
მაშინ არაფერი დაპირდე...
ამ მზეს,გაგიჟებულს ამის ცქერით
ამ ცას მოლივლივეს ცისფერში,
ვერას დააჯერებ დაფიცებით
მზერას გამოიჭერს სივრცეში.
მერე დაგიბრუნებს ამ მზერას და
გკითხავს,რა გტკივა და გაოცებს
გაგამხელინებს,რომ მოგენატრა
გულთან მიგიკრავს და გაკოცებს.
ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო
თრთოლვა წამოკრიფა ფეხებიდან
თვალი ჩაუკრა და...გაუგო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 652 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.