Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მაისი » 28 » ლექსები...
10:19 AM
ლექსები...
პატარა ქალო ეგ ღიმილი რარიგად გშვენის
და შენს თვალებში ქალწულობის ეშხი კიაფობს
ჯერ შენ რა იცი ლამაზ ქალებს რა ტანჯვა ელის
რა გეშველება ცისფერთვალა ტურფა იადონს

თუ მაგ თვალების მათრობელა შარბათი შესვეს
შენს სიტურფეზე პოეტები ლექსებს იტყვიან
სევდიან ხმაზე გიმღერებენ ლამაზთა მეფეს
ქალების ფასი პოეტებმა კარგად იციან

გაგიტაცებენ სიყვარულის ეკლიან გზებით
უმანკო გულში აინთება ტრფობის ხანძარი
მოვა უძილო ღამეები ნეტარი სევდით
რა საბრალოა სიყვარულის ცეცხლით დამწვარი

მე ვერ გიშველ კმარა ჩემი სულის ტკივილი
მოგონებები უნდა გულში სათუთად ვმალო
ჩემს გაზაფხულებს მომაგონებს შენი ღიმილი
ჩამოიარე ჩემს ქუჩაზე პატარა ქალო...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 749 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.