Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს
3:45 PM
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს

იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება!..
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება.
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს,
ბალიშზე მწუხრისას დადენილს.
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს,
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს.
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს,
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია.
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს,
გულში რომ დაგინთებს სანთელს.
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს,
ოცნებას, დამდნარ სანთელს.
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს,
რომელიც არასდროს ახდება.
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს,
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!..
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებას, ალერსს,
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს,
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!..
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს,
იმ ატირებულ ტირიფს,
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს,
მიატოვეს და ტირის.
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ მოჩურჩულე ღამეს,
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას,
წარსულზე რომ იტყვის რამეს.
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს,
იმ შენი მომავლის ორ ცას!..
ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს,
მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 926 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.