9:15 PM დღეს შენი დღეა ქართველო ქალო! | |
ლამაზ თვალებზე ცრემლს რომ შეგამჩნევ, უხმო ვედრებას ამოთქვამს გული.. სანთელს დაგინთებ:-"ღმერთო მიცოცხლე!" შენს სალოცავად ვაქციე სული.. მე ვერ დაგარქვი უბრალოდ ქალი და ვერ გიწოდე მარტის ასული. შენ ფიროსმანის ხელით ნახატი, მზე ხარ მწვერვალზე ჯერ არ ჩასული.. შენ ხარ მშობელი,დედა ხარ ჩემი! და ამ ლამაზ დღეს შენს ქებას ვბედავ.. ჩვიდმეტი წელი მაჩუქე დედი, განა ცოტაა? ყველაფერს ვხედავ.. ვხედავ შენს თვალში შიშის ნაპერწკალს. "გზას არ აცდეთო!" :-გვაფრთხილებ დედი.. ჩემი და მეროს ზრუნვაში განვლე, შენი ცხოვრების ძვირფასი წლები.. დღეს კი გაზაფხულს უხმოდ შევხვდები, სამ მარტს დავლოცავ ფიალით ხელში.. დღეს შენი დღეა ქართველო ქალო! შენი შვილები ვბრუნდებით შენში...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |