Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » *****
7:16 AM
*****
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტა ხნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თავალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი
და ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მყისიერ ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლიერი.

ჰოო...მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი,კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ,მომხედე,მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს,საღამოებს
და როგორც ვეება სალამური,
ოთახში აკვნესებს საგალობლებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულის ჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრევა შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე,შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა,არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტა ხნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 859 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.