5:41 PM ქარი მიმოფანტავს ლექსად მოგონებებს | |
ღამის მონატრებამ უკვე გამიარა, დილა გათენდა და ჩუმად ჩამიარა შენმა მოლოდინმა... თითქოს ძველმა ფიქრმა თეთრად ჩამოთოვა, გულმა უმალ მითხრა ლექსის წერის დროა, ღამე მალე მოვა... ვიცი დილაობით ისევ გესიზმრები, ალბათ სიყვარულსაც უკვე გაუარა დარდმა ერთად ყოფნის... ახლა ზამთარია, ისე გაზაფხულიც მალე მოვა, მოყვება ზაფხულიც მერე დაიწყება ისევ ფოთოლცვენა და ცეკვა წარსულის, სიმღერად დაიღვრება, ერთ დროს ის გრძნობები ცამდე ასული ქარი მიმოფანტავს ლექსად მოგონებებს გვიან შემოდგომას მერე ათასფრად მიმოთხაპნის ცხოვრებას მხატვარი მერე? რაღა მერე, ჩემო კარგო, კვლავ მოვა ზამთარი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |