Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 18 » კარიბჭეები, ცათამბჯენები ცხრაკლიტულები... ცდება გონება..
12:12 PM
კარიბჭეები, ცათამბჯენები ცხრაკლიტულები... ცდება გონება..
კარიბჭეები, ცათამბჯენები
ცხრაკლიტულები... ცდება გონება–
როცა ყველაფერს რაღაც აკლდება,
როცა ყველაფერს რაღაც შორდება.
ილუზიები, მწველი თვალები,
ნაკბენი ტუჩზე, ლაქები ლურჯი,
გამოზლაზნდება–გარდაიცვლება.
კარზე კაკუნი, ფეხის ჭრიალი
და მარტოხელა, ავი ყმუილი,
ღამის პეპლები, ხეთა ჩრდილები,
ღია კარები... მზერა... დუმილი...
ამოუცნობი, ცოტა პირქუში,
მთელ ღამეს მასთან ყოფდი სარეცელს,
კრთოდა სახეზე ღიმილის ნერვი,
მის გარდა ყველას ზურგი აქციე,
მის გარდა ყველამ ზურგი გაქცია,
მის გარდა ყველა შენი მტერია,
ნოტიო აზრში რაღაც სენია!
და მაინც, მძიმე არის ბურუსი,
ხანდახან ხდება, ცდება გონებაც,
შემოგეხევა მუქ ტანზე კაბა,
ნოტიო ვნება, სიამოვნება,
ცივი კანკალი და გაჟრჟოლება
და გამოცლილი ბოთლი:
აღარც ჯინი ზის მასში შემცბარი,
არც სითხე, მორჩა ომიც...
მორჩა ომი და მას სცვლის მეორე,
ახალი ომი სულ სხვა:
ომი მძიმე და ომი სასტიკი,
ომი მოძალადე მდგმურთან!
ღია ფანჯრები, ღია კარები...
რა მწარედ შეცდი მაშინ:
"–ჩემო ძვირფასო, როცა შეუშვი
სიცარიელე სახლში!”

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.
დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!
მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.
იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 777 | დაამატა: admin | ტეგები: კარიბჭეები, ცათამბჯენები ცხრაკლიტულები... ცდება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.