Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 29 » ისტორიები | უბრალოდ წაიკითხეთთ
11:48 AM
ისტორიები | უბრალოდ წაიკითხეთთ
მარიამ: )) გახსოვარ?: )) იმედია კი...ბოდიშს გიხდი,რომ შეგაწუხე,ისევ გაგახსენე ჩემი თავი...ისევ გაგახსენე ის ადამიანი რომელი გძულს,ვერ იტან...ვისი გახსენებაც ხასიათს გიფუჭებს..!
ბოდიში იმისთვის რომ გაგაცდინე...დრო დაგაკარგვინე...ბოდიში იმისთვის რომ ესე თბილად მიყვარხარ..! ბოდიში იმისთვის რომ ოდესღაც თავი შეგაყვარე(ალბათ)...ბოდიში იმისთვის რომ მეტკივილები...ბოდიში იმისთვის რომ ჩემი მუზა ხარ...!
აღარ დავწერდი...მართლა აღარ დავწერდი ,მაგრამ მომენატრე,ტკივილამდე მომენატრე... ეხლა მინდა გიყურო და შენი ყურებით დავიღალო...აღარ დავწერდი...მაგრამ ადამიანი ვერ ვნახე,ამ ამბის მოსაყოლად,ამ ტკივილის გასაზიარებლად...რომელიც მომისმენს და უსიტყვოდ ჩამიკრავს გულში...ამიტომ ფურცელო.კვლავ უნდა შეგაწუხო,ბოდიში იმისთვის რომ ისევ ჩემი ტკივილი უნდა მოისმინო,სამაგიეროდ კი ვერაფერი მითხრა...იქნებ შენც ტირი ჩემსავით,იქნებ სენც გტკივა ჩემი ტკივილი...მაგრამ ვერ მაგებინებ...იქნებ მე გაყენებ ტკივილს ამ ჩემი სიტყვებით...იქნებ მე გტკენ ეხლა...იქნებ ეხლა მე შენს სხეულზე ვკვეთავ ამ ასოებს...იქნებ სისხლისგან იცლები...იქნებ ამიტომ ვერ ამბობ ვერაფერს...მაგრამ მე ხომ ნებართვა ავიღე შენგან ,რომ შენს სხეულზე მეწერა...თუმცა მე მარტო გკიტხე...პასუხი კი არრ მომისმენია...ბოდიში,შენც დიდი ბოდიში... მადლობელი ვარ იმისთვის რომ ყველაზე ერთგული მეგობარი აღმოჩნდი...შეან არ მეძახი სხვებივით:" ის არ არის შენი ღირსი,ნუ საუბრობ მარიზე,მარი გირჩევნია ხო ჩვენს თავს? მარი უკეთესია ვიდრე ჩვენ ხო?"
მინდა ხალხო კვლავ მოგმართოთ:" ხალხო რა გინდათ? რატომ მიყენებთ მარის ყველაფერში წინ? ყველაფერში მარის მიდანაშაულებთ...მერე რა მოხდა თუ მიმატოვა...ყოველთვის ვიღაცა ვიღაცას ტოვებს...რა მოხდა თუ გული მატკინა? ვიღაცა ვიღაცას ყოველთვის ტკენს გულს...რა მოხდა თუ შეცდომა დაუშვა? ყველა ვუშვებთ შეცდომას... რა მოხდა თუ უაზროდ მოიქცა....ყველანი მოვქცეულვართ ერთხელ მაინც უაზროდ...
შეცდომა დაუშვა? ვაპატიებ...! პატიება შემიძლია..! მერე რა რომ გული მატკინა..! მაგასაც ვაპატიებ..! ყველაფერს ვაპატიებ,იმიტომ რომ პატიება შემიძლია....!
თქვენ კიდე რატომ მთხოვთ მის დავიწყებას? რატომ აკეთებთ იმას რომ შემძულდეს? არ შემძულდება...! რატომ აკეთებთ იმას რომ გული მატკინოთ?!
არ შემიძლია,ვერ ვივიწყებ,შემიხორცდა სხეულში და რა გავაკეთო? სხეულის ნაწილი მოვიჭრა? მეუბნებით არაო...მაშინ რა გავაკეთო? რა გინდატ? თქვენ ვერ გაგიგიათ თქვენი თავის და მე რას მერჩით...!
ხომ შეიძლება თქვენც გამიგოთ? მე ხომ გიგებთ,ხომ შეიძლება ჩემიც გაიგოთ? არა არ შეგიძლიათ...!
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არ ვიცი ეს ჩანახატი "მარით" რატომ დავიწყე,რატომ მივმართე მარის,მაგრამ ეს ჩემი ნებით არ გამიკეთებია,წერა ყოველთვის მარით იწყება,თვითნებურად იწერება...
არ ვიცი,მართლა არ ვიცი...ალბატ იმიტომ რომ,მარით იწყება ცხოვრება და მარითვე მთავრდება..!
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 975 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.