Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » ისეთი წვიმაა
3:44 PM
ისეთი წვიმაა


ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ტკივილებისგან დაღლილ ზეცას სცვივა ცრემლები,
ასე მგონია უსახლკარო ვარ,
და თავზე მაწვიმს თავგამეტებით...

ისეთი წვიმაა,
რომ მოვინდომო მდინარეებად გადავევლები სამოთხის ბაღებს,
ბროწეულების ჩრდილში დავჯდები,
და ლექსებს დავწერ დაღამებამდე...

ისეთი წვიმაა,
ასე მგონია ხან სიზმარში ვარ, დავბორიალობ ხან მთვარეული,
წვიმის წვეთები შენზე მიყვება,
მეც შენზე უფრო გადარეული,

ვფიქრობ და ვფიქრობ,
როდემდე ღმერთო....
ჩემს ფიქრს თავადაც ნეტავ ხვდებოდე,
რომ მე არა მაქვს იმხელა ძალა,
დაუსრულებლად მენატრებოდე...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 693 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.