4:06 PM ის ვაკეთო რასაც შენ არასოდეს მომიწონებდი.... | |
არა, ფიქრებად უნდა დაგშალო და ის ვაკეთო რასაც შენ არასოდეს მომიწონებდი.... სხეულზე სეტყვის მარცვლებივით მეყრება შენზე მონატრება და გრძნობა მთრთოლვარე და გადაღლილი სისხლძარღვებში მიიპარება თავდახრილი დასჯილი ბავშვივით, რომელმაც არ იცის, რატომ დასაჯეს. მიტოვებული ფანჯრების მინებზე წვიმის წვეთები ნაბიჯ ნაბიჯ მხატვრის ფუნჯით ცდილობს შენი სახე დახატოს იქნებ დამიძახო.... იქნებ გაგახსენდე და ჩემი სახლის კარიბჭესთან ზარი დარეკო. არა! ის უნდა ვაკეთო, რასაც შენ არასოდეს მომიწონებდი, იქნებ ამითი მაინც გამოგაღვიძო და ძილჩამდგარ თვალებში სინათლის სხივი ავანთო, დაგაჯერო, რომ ცხოვრება მშვენიერია და .... მიტოვებული ფანჯრის მინებზე წვიმა ვეღარ ხატავს შენს სახეს.... ეშინია, რომ ავტირდები. შენ? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |