Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 10 » იყო!
3:37 AM
იყო!
იყო სურვილი 
გრძნობა კი არა, 
იყო ტყუილი, 
იყო მიყვარხარ. 
იყო ცრემლები, 
სიცილი იყო 
და ყველაფერი 
ხანმოკლე იყო. 
თითქოს არც იყო, 
იყო კი, არა, 
ცხოვრებამ ისე 
დაგვატრიალა, 
აღარც კი მახსოვს, 
სიმართლე იყო? 
ან როდის იყო, 
იყო? არ იყო? 
იქნებ საერთოდ 
არც კი ყოფილა, 
იქნებ სურვილი 
დაკმაყოფილდა, 
ან ბედისწერის 
ხარვეზი იყო 
ის, რაც ოდესღაც 
ჩვენს შორის იყო. 
იქნებ ნიშანი 
სიმართლე იყო, 
იქნებ საერთოდ 
არ წასულიყო? 
ან ვინც მეგონა, 
ის, სულ არ იყო 
და ბედისწერის 
გზებიც გაიყო.
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.