Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 1 » იესოს ხატთან სამი სანთელი
1:48 AM
იესოს ხატთან სამი სანთელი
იესოს ხატთან სამი სანთელი,
პირველ თოვლივით ჩუმად დნებოდა,
ტაძარში იდგა მკრთალი ნათელი,
სანთლები უხმოდ იფერფლებოდა.
ჩამოდიოდა სანთლის ნაღვენთი,
წვეთ–წვეთად იქვე იღვენთებოდა,
და მძიმე შუქის უფერო ფონზე
ორი ლამაზი გრძნობა ჩნდებოდა.
ერთი სანთლი მეგობრობისა,
მეგობრულ გრძნობით იცრემლებოდა,
მეორე იყო სიყვარულისა,
ის სიყვარულით იტანჯებოდა,
ხოლო– მესამე მონატრებისა,
ორივე გრძნობას ეფერებოდა.
იდგა სიჩუმე და ყველა ბგერა
სადღაც უკვალოდ იკარგებოდა,
შემოდიოდა ტაძარში ხალხი,
ხალხი ერთმანეთს ენაცვლებოდა;
მე კი ვიდექი გაქვავებული,
ვგრძნობდი, რომ მალე დაღამდებოდა
და მერე ვერც კი გავიგონებდი
ლოცვაში ისე გათენდებოდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 967 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.