Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 8 » გზა და ადამიანი
10:25 PM
გზა და ადამიანი
გზა


გზა შეუვალი ვრცელი ნათელი

ალბათ მე მელის მომავალს ველი

ნეტა ვიცოდე თუნდაც ვხვდებოდე

რა არის ეს გზა რას მომისწავებს

გადიან წლები ვერაფერს ვხვდები

თითქოს ვიზრდები თითქოს ვბერდები

უკან გახედვა ჩემთვის ძნელია

თურმე საქმის კეთება არ შემძლებია

ვწუხვარ მივტირი წარსულს დაკარგულს

მინდა ავდგე და მოვრჩე სინანულს

ფიქრი მაღონებს იმაზე თუ მე

რისთვის მომავლინა უფალმა აქ მე

პასუხის ლოდინში მოვკვდები ალბათ

და ჩემი სიცოცხლე გაივლის ფუჭად

და რომ მქონოდა ოჯახი დიდი

ან სიყვარული ოცნება დიდი

ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა

და ჩემი სული მალე იქ იქნებოდა

და რატომაც ვაკეთე ბევრი ცუდი რამ

ალბათ მომელის ჯოჯოხეთში ურცხვი რამ

ახლა კი ვნანობ ყველაფერს ერთად

მაგრამ გვიანაა მოვკვდები ეხლა

ასე გოდებდა მოსთქვამდა კაცი

ამბავს ყვებოდა სიკვდილს ებრძოდა

მისი სიცოცხლე უკვე რჩებოდა

და ამიტომ უფალს ევედრებოდა

მიეცა მისთვის კუთხე კუნჭული

მის სამეფოში სადღაც სამოთხეში

თუმცა ხვდებოდა ვერ ჩერდებოდა

მას იქ ადგილი იქ არ შეხვდებოდა......


***

ა დ ა მ ი ა ნ ი



შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე

არ მიაყენო არვის ზიანი

მათხოვარი რომ მათხოვარია

მასშიც ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი



თუ მის ღირსებას ფეხქვეშ გათელავ

სულში რომელსაც უმღერს იანი

მაშინ მხეცი ხარ კაცი კი არა

არც უნდა გერქვას ა დ ა მ ი ა ნ ი



სჯობს სულში ია-ვარდი ახარო

ეს არასოდეს არის გვიანი

შეძლებ განდევნო სული ბოროტი

თუკი კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი



ბოროტ ზრახვებზე მაღლა დადექი

ეს არასოდეს არის გვიანი

მეც წაგაქეზებ: მიდი, ამაღლდი

შენ ხომ კაცი ხარ ა დ ა მ ი ა ნ ი



ნუ დააფასებ ამპარტავნებას

თავმდაბლობა სჯობს გულდარდიანი

გული ეძებე: სათნო, კეთილი

კაცში ეძებე ა დ ა მ ი ა ნ ი



ყველა ბალახი ბალახი არის

ვაჟას უყვარდა დეკა-ღვიანი

ილიას სევდას მთანიც კვნესიან

"ყველა კაცია- ა დ ა მ ი ა ნ ი?!"



გაზულუქებულს ნუ გაუღიმებ

სული არა აქვს სანდო, მთლიანი

თავმდაბალს, სათნოს გულით მიენდე

მხოლოდ ის არის ა დ ა მ ი ა ნ ი



ცრუსა და მავნეს ნუ დააფასებ

არ მიაყენო შენს სულს ზიანი

უბრალო კაცის რწმენით იცხოვრე

იყავი მართლა ა დ ა მ ი ა ნ ი



იქნებ შეცდომაც ბევრი მოგსვლია

მაგრამ არასდროს არის გვიანი

კაცში ეძებო პატიოსნება

და მათხოვარში ა დ ა მ ი ა ნ ი



სხვის ტახტრევანზე გული ნუ გწყდება

დრონი მეფობენ არა მეფენი

ამაღლებული სულით იცხოვრე

კარგ ადამიანს როგორც შეჰფერის



ყოველი სიტყვა აწონე ისე

სხვისი სული არ დააზიანო

შენთვის არავის დაესვას კითხვა

რა დაგიშავე ა დ ა მ ი ა ნ ო ???
 
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.