1:14 AM ღამის სიგრილე გადამარჩენს მე გაგიჟებას | |
ღამეულ ლანდებს მეგობრებად ალბათ გავიხდი ღამის სიგრილე გადამარჩენს მე გაგიჟებას და მე მის ამაგს ვეღარასდროს ვერ გადავიხდი დავმეგობრდებით მე და ღამე სამარადჟამოდ და ერთად მივალთ ალბათ ორნივ სამარის კართან მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია ერთურთს გაგვყაროს სახსოვრად ღამე გამაყოლებს კრიალა ვარსკვლავს და თუ ვინატრებ მე ამ ქვეყნად როდესმე რამეს ან ფიქრო, ავო, თუკი მაინც არ მომეშვები დაველოდები დაღამებას, გავაღებ კარებს ღამის მორევში სიხარულით გადავეშვები! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |