4:34 PM განგების შეხვედრა.. | |
-სიცოცხლე...! ვთქვი, ავდექი ცოტახნით ფოდნოსი იქვე დავდე, წამოწევაში მივეხმარე ფოდნოსი ავიღე და მუხლებზე დავუდე. კიდევ ერთხელ გაოცებულმა ამომხედა და უსიტყვოდ აიღო ჩაის ჭიქა ხელში. მე მივბრუნდი კარადა გამოვაღე თბილი სვიტერი გამოვიღე და საწოლზე დავდე, თვალით ვანიშნე რომ მისთვის იყო. კარი გავიხურე და ოთახიდან გავედი ერთი საათი გავიდა ღმერთო ოთახიდან კი ხმაც არ ისმის... ავდექი და კართან მივედი გაუბედავად მაგრამ კარზე მაინც დავაკაკუნე ჩამიჩუმი არ ისმოდა, მერე კარი ბრთხილად გავაღე, ფანჯარასთან იდგა სვიტერის მკლავები ხელებზე გადმოფარებოდა სვიტერი კი მუხლებამდე ეფოფხიალებოდა გრძელი ყელიანი ნასკები ეცვა .... შეშფოთებული მაგრამ აუღელვებლად მობრუნდა... თვალებში შემომხედა ხელები აუკანკალდა ტუჩები აუთრთოლდა განწირული თვალებით მიყურებდა, თავი დავხარე. -ბოდიში! ვთქვი და ოთახიდან გავედი იქ აღარც შემიხედია მეორე დილას 12 საათზე გამეღვიძა ზალაში ძირს ვიწექი თვალები გავახილე და სახლი დალაგებული მომეჩვენა, ძირს ფოდნოსით ჩაი იდო გამეღიმა ავდექი და სამზარეულოში შევედი ისევ იგივე ფორმაში კრანთან იდგა და რაღაცას მთელი მონდომებით რეცხავდა... მივუახლვდი, თარო მის დასანახად გამოვაღე, ჭიქა ხელში ავიღე და მის გვერდით დავდექი წყლისთვის -შეგცივდება! -ხოო? -ხო შეგცივდება! უხმოდ ავავსე ჭიქა წყლით და დავლიე. შემობრუნდა და შემომხედა თითქოს გაიბუტა რომ არ დავუჯერე, გავიდა სამზარეულოდან და უცებვე ფოდნოსით ხელში დაბრუნდა ჩაი გადაღვარა ჭიქა გარეცხა და თავის ადგილას დადო. მაგიდას ხელებით ვეყრდნობოდი ჩემს უკან კი ის ჭიქა იდო რომლითაც წყალი დავლიე მომიახლოვდა, თვალი გამისწორა, ხელებს და მუცელს შორის დაშორებით ისარგებლა თვალებში მიყურებდა და ამასობაში ჭიქით ხელში მიბრუნდა კრანისკენ...მეკიდე მეგონაა ....! :Xx -ოჯახის წევრები ალბათ ნერვიულობენ...!ვუთხარი მე -ოჯახი დიდიხანია არ მაქვს! -სამწუხაროა! -მალე წავალ არ იდარდო... -ეს არ მიგულისხმია...მე უბრალოდ გკითხე...! -გასაგებია! მომმართა ცოტა უხეშად მე დავფიქრდი ოჯახი არა ანუ არც მშობლები არც დედმამიშვილები და უცებ ჩემდაგასაკვირვად ვკითხე... -მეგობრები?შეყვარებული? -არცერთი...! -აბა მე? -შეენ...? რა შენ? -მე მე არაფერი...!უცებ ენა ამებნა თვალებში ვუყურებდი და ველაპარაკებოდი მასზე ყველაფერი ვიცოდი, რა ერქვა, ვინიყო, სადაური იყო, რასაკეთებდა ... თვალებში ვუყურებდი თითქოს ტუჩებს წვალება დაუწყო, თითებს სრესდა, თვალები გაუცრემლიანდა და სწრაფად ძალიან სწრაფად მოვიდა და წელზე მომეხვია ტირილი დაიწყო...და სლუკინით მითხრა -მადლობა შენ გადამარჩინე...!მერე ხელი გამიშვა ჩემს ოთახში შევიდა ტანსაცმელი ჩაიცვა და წასვლა დააპირა კართან რო მივიდა შეჩერდა უკან მობრუნდა თვალებში შემომხედა კიდევ ერთხელ მითხრა -მადლობა...! და კარისკენ მიბრუნდა კარი გააღო და გავიდა. უცებ გონს მოვეგე, ფანჯრიდან გავიხედე ჯერ კიდევ ეზოში იყო ქურთუკი მოვიცვი და კიბეზე ჩავიბინე, ის აუღელვებლად მიდიოდა თოვლში მარტო ... -ჰეიი მოიცა სად მიდიხარ მერე მე?ძალიან ნელა შემობრუნდა და შემომხედა -რა შენ ? -არც მე მაქვს ოჯახი...!ჩემდაუნებურად ხელები გავშალე მანაც არ დააყოვნა და ჩამეხუტა ...! -ჩემი ოჯახი შენ ხარ!თავი მაღლა ასწია, თვალებში შემომხედა, მერე მისი გაყინული ტუჩები ჩემს ტუჩებს შეეხო. ასე ვიდექით დიდხანს მარტო ჩვენ ორნი უჩვეულოდ ცარიელ ქუჩაში რომლიც დიდ თოვლში დამარხულ ქალაქს ჰგავდა სადაც მხოლოდ სიყვარული ყვაოდა...! | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |