Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » გალაკტიონ ტაბიძე
3:22 PM
გალაკტიონ ტაბიძე


საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები! 
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით: 
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები! 
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი, 
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი - 
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი! 
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების, 
სადაც რომ იმალება შორეულთა ალერსი!
ქრება ქარში შანდალი (ოცნება შარშანდელი) 
და თამაშში მანდილის ჰქრიან თებერვალები! 
საიდუმლო ალები! ისევ დამევალება 
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 909 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.