4:46 PM გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი | |
შუქი გაიშალა, წყალი დაიფერა, სიო დაიბერა, ჩალა გაიჩალა. სიზმარს აბარია ველი შენაფერი... ეხლა ყველაფერი ოქროს ზღაპარია. არც ხმა, არც ჩურჩული ბინა-მინაგნები, თვალებდალურჯული თრთიან იალქნები. ძილი მეგონება: უცებ ქაოსიდან მთვარემ ამოზიდა ლურჯი მოგონება. ......... გ.ტაბიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |