4:28 PM გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი | |
გახსოვს , თიბათვის თეთრ ღამეებში, ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი, გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს და გამჭვირვალე იყო ეთერი? რიონის ზვირთი როგორ არხევდა ცის ელვარებას, გულში ჩანაქსოვს. როგორ გვიიყვარდა ჩვენ ერთმანეთი, წარსულო დროო . . . მითხარ, ხომ გახსოვს? მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში, მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში. . . წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი. . . ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს. . . არ გთხოვს არაფერს. . . მხოლოდ მითხარი, ყველაფერი ეს ხომ ისევ გახსოვს? სადა ხარ ახლა? კვლავ მარტოდმარტო რიონის პირად ვდგევარ მოკლული. იგივ ღამეა, იგივ ნათელი, და მეკუმშება ტანჯვებით გული, მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით ვუახლოვდები - მაგრამ მშორდება დრო- რომელსაც სულს ვერ დავავიწყებ, დრო - რომელიც არ განმეორდება! გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |