10:35 PM ეს კარგია?!... | |
ეს კარგია?!... როცა შეიცნობ ადამიანს, ეს კარგია...
როცა გყიდიან, გღალატობენ, ეს კარგია? და როცა შიშით თავის სულს კლავენ, ესეც კარგია? ერთი და იგივე წყალში ორჯერ რომ ვერ შეხვალ, ეს კარგია... რადგან მდინარე ერთ ადგილზე არ ჩერდება,მიედინება, ესეც კარგია... თუ გაჩერდა, ის ჭაობად გადაიქცევა და ეს კარგია... როცა ფარისევლობა სიმართლეს ჯობნის, ეს კარგია? როცა საკუთარ თავსაც კი უმალავ, ესეც კარგია? როცა გამცირებენ, მიწასთან გასწორებენ, ეს კარგია? და როცა ამას შენს სატრფოს უკეთებ, ესეც კარგია? ღმერთი რომ მხოლოდ სიტყვით უყვართ, ეს კარგია? ღმერთის სახელით ჯალათობენ, ესეც კარგია? მორალს ძველი სურათივით კედელზე აკრავენ, ეს კარგია? სინდისმა რომ არ შეაწუხოს, ესეც კარგია? და ვინ ადგენს რა კარგია და რა ცუდია, ადამიანი? ღმერთმა ეს უკვე დაადგინა და თქვენ ვერ შეცვლით, ეს კარგია... ღმერთი განსჯის თავის პირმშოს სამოთხის კართან, როცა შავი თეთრს დაუჩოქებს, ეს კარგია... და იქ ვერავინ, ვერავინ ილაჩრებს ან მოიტყუება, ესეც კარგია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |