5:03 PM ერთ საქმეს ვთესავ | |
ლექსის დაწერა ცუდი რომ იყოს განა დავწერდი, განა ცოდვებით დამძიმებულ გრძნობებს აღვწერდი, მე ისევ ვიბრძვი ამ ცხოვრებაში განა დავნებდი, ერთ საქმეს ვთესავ რამდენი ხანი ბავშვი დავბერდი. ისევ იგივე ! მარტოობის ბილიკს გავყვები, ცინიკოსებს და ირონიულ ხალხს მე არ ავყვები ! სერიოზულად ვეკიდები მგონი ამ საქმეს. მაგრამ არ ველი ოდესმე თუ ვინმე შემაქებს... პარკში ვსეირნობ რამდენი ხანი, ჩემთვის თან მარტო, მინდა რომ ერთი ლამაზი გოგო შემთხვევით ვნახო, შემდეგ გავიცნო და კომპლიმენტი ურცხვად რომ ვკადრო, ეჰ ისევ ჩემთვის რაღაც სისულელეებს ვნატრობ. ჯობია ისევ რომ ვისაუბროთ მე და შენ სხვაზე, წარმოიდგინე ჩვენ ორნი მარტო აღმოვჩნდით ზღვაზე. მე წვიმა მიყვარს, ღამე მიყვარს და მთვარის ეშხი ! არ გეგონოს რომ დღე არ მიყვარს ან მზეს რას ვერჩი ! წვიმა იმიტომ რომ ჩემსავით ცრემლებს არ მალავს, ღამე უბრალო მეგობარია მუზას არ მპარავს ... მთვარე კი ჩემი სხეულია მეორე მეა, მაგრამ რამდენიც გავიხედე ყოველთვის მზეა... გოგოს პრობლემა არ მაქვს ეს ისე დავწერე : ) ავტორი (loko) ვაკო კვერნაძე 2012 წელი http://www.facebook.com/media/set/?set=a.202454469851366.43820.202419726521507&type=3 ჩემი ლექსების ოფიციალური გვერდი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |