იცით ბევრმა დაკარგა ვაჟკაცობის სასწორი,
აღარაა უბანი , რომ არ იყოს გზა სწორი.
სხვის ბრალდებით ღალულნი, თავად ამორალურნი,
ლხინში დედის მლოცველი, გარეთ მისი მგმობელნი.
თვითონ ჩოხადასვრილი სხვის კაცობას დასცინინის
მივიწყებულ ცოდვებზე არაფერი არ ითქმის.
ტაძრად პირჯვრის დამწერი , სხვასთან ღვთის გამლანძღველი,
გაიგონებს გამგები , მე ჩემი ვთქვი სათქმელი.
საქართველო გვინახეთ , წლები შემოგვინახეთ ,
შავი ღვინის წვეთები როგორც სისხლი , ინახეთ.
ღვთის საყდარი იწამეთ , მით სული გაინათლეთ,
თუნდაც ერთი სანთელით ბნელი გზა გაინათეთ.
მარტყოფის მონასტერში ერთი ბერი მსახურებს,
ქართველობა ძნელია , ბევრი არ იმსახურებს.