Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 5 » დედის თბილ ხელებს!.
5:43 PM
დედის თბილ ხელებს!.

დედის თბილ ხელებს!...

"ია ამოდის დედის ცრემლზე..."გამიგონია,

შემორჩენია ეს სიტყვები, სულს მოგონებად,

დედის კალთაში თავჩადებულს არ გეშინია,

თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ...

როგორც სანთელი ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...

ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,

რამდენი რამე გვიგროვდება სულში სათქმელი 

და სულ გვგონია, რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც...

ია ამოდის დედის ცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,

დედის თბილ ხელებს, სხვანაირი მადლი დაჰყვება,

"მოგიკვდეს დედა..."ამას სხვაგან არსად ამბობენ,

გვგონია დედა არ დაგვტოვებს, სულ გვეყოლება?!

და თუ დაგვტოვა, ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,

დიდი ბავშვები ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში,

მოვასწროთ ყველამ, დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,

ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მის ჭაღარაში!


"ია ამოდის დედის ცრემლზე..." გამიგონია...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1417 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.