6:08 PM დავუშვათ, მართლა...?? | |
დავუშვათ, მართლა უაზრობაა, დავუშვათ, მართლა ჩემი ბრალია, დავუშვათ, მართლა სულის გმობაა მაგრამ იცოდე, ვნანობ ძალიან... როცა ფიქრები თავში ტრიალებს როცა სიყვარულს ფრთის გაშლა ნებავს სული დახტის და სული ფრიალებს საკუთარ ხელში მიპყრია გული ვებრძვი ქარიშხალს, რომ არ ჩააქროს ცოფმორეული, გადარეული ასევ ადვილად ვერვინ დამაშრობს როცა აზრები ფიქრებს აპურებს როცა ფიქრები ფიქრებს გაართობს სანამ საკუთარ აზრებს დავათრობ... ვზივარ და ვფიქრობ, ვზივარ და ვნანობ ხელში მიჭირავს გული, პატარა რომ არ გაჩერდეს, მის დაცვას ვლამობ ჩუმი ფიქრის და ლოცვის ამარა | |
|
სულ კომენტარები: 0 | |