Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » დაგვიზამთრდა – როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში
3:28 PM
დაგვიზამთრდა – როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში



ლამაზია ზამთარი, პირველი თოვლიც მალე მოვა, ბევრს გაახარებს, ახლოსაა ლამაზი დღესასწაულები, მაგრამ სიცივე და ყინვაც ახლოსაა. ახალი კლიმატი, მშრალ ჰაერთან ერთად, კანის მოვლის ახალ წესებს გვკარნახობს, თუმცა ძირითად ამოცანად მაინც დატენიანება და კვება რჩება.

დაცვა და ისევ დაცვა!
1. ხელის კანიძ ალიან თხელია სხეულის სხვა ნაწილის საფართან შედარებით. ამიტომ დამატებითი მოვლა სჭირდება. დაბანის შემდეგ ხელები კარგად უნდა გავიმშრალოთ და მალამო შევიზილოთ. ქუჩაში გასვლის დროსაც გაიმეორეთ იგივე და არც თბილი ხელთათმანები დაივიწყოთ.

სახლის პირობებში შეგიძლიათ ასეთი საშუალების მომზადება: წყლის ამაზანაზე ერთმანეთში ავურიოთ ლანოლინი – 50 გრამი, ვაზელინი – 10გრამი, იხტიოლი – 5 გრამი.

2. იდაყვები, მუხლები და ქუსლები სიცივეში თითქმის ყოველთვის ფეხსაცმლით არის დაფარული, ეხახუნება მას, სქელდება და უხეშდება. ამიტომ აბაზანის მიღების შემდეგ, ყოველდღიურად დაიმუშავეთ ეს ადგილები და შემდეგ წაუსვით ლოსიონი ან მალამო. გაუხეშებულ კანზე მარგებელია ნაღებისა და მარილის დადება. შეიძლება თბილი მცენარეული ზეთის აბაზანის გაკეთებაც და შემდეგ "სკრაბიანი” ჩოთქით ქუსლების თუ იდაყვების დამუშავება.

3. ზამთარში მზისგან დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც ზაფხულში. ბევრი ჩვენგანი არ იყენებს მზისგან დამცვავ საცხებს. არადა ეს აუცილებელია თოვლიან გარემოში, როცა მზის სხივები ირეკლება თოვლზე და ყინულზე.

4. ტუჩების დასაცავად სჯობს, იშვიათად დაისველოთ ბაგეები, რომ არ დასკდეს და აიქერცლოს. საუკეთესოა ბორის ვაზელინისა (1 ჩ.კ.) და აბუსალათინის ზეთის (1/2 ჩ.კ.) ნარევი.

5. ქარი და დაბალი ტენიანობა ცუდად აისახება თმაზე. ამიტომ კონდიციონერი, რომელსაც დაბანის შემდეგ გამოიყენებთ, საკვები და დამატენიანებელი ნივთიერებებით უნდა იყოს მდიდარი.

როგორ გავაიოლოთ ადაპტაცია:
ზამთარში კანი მხოლოდ ქარისა და ყინვისგან კი არ იტანჯება, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობაც აწუხებს. მისთვის ადაპტაცია საკმაოდ რთულია, როცა თბილი შენობიდან გაყინულ ქუჩაში გავდივართ, შემდეგ კი უკან ვბრუნდებით.

ჩვენი ამოცანა ადაპტაციის გაადვილება უნდა იყოს. ამისთვის საუკეთესოა საგანგებო "ზამთრის” ნელსაცხებელი, რომელიც კანს აარიდებს სერიოზულ დაზიანებას, დაეხმარება სტრესთან და ამინდთან გამკლავებაში.

დამცავი მალამო მშრალი და ნორმალური კანისთვის:
ერთნაირი რაოდენობით (1 ჩ.კ.) აღებული შემდეგი კომონენტები შეურიეთ ერთმანეთს: სპერმაცეტული ან ლანოლინის ნელსაცხებელი, ცინკის ნელსაცხებელი და ზეითუნის ან მცენარეული ზეთი.

დამცავი მალამო ცხიმიანი კანისთვის:
იმავე პროპორციით ავიღოთ 2 კომპონენტი: ცინკის მალამო და მცენარეული ზეთი.

აქსიომები:
1. პრეპარატები, რომლებიც წყალს შეიცავს (დამატენიანებელი, ტონალური და სხვა) სახლიდან გასვლამდე 1 საათზე გვიან არ უნდა წაისვათ.

2. ზამთრის ამინდით გამოწვეული სტრესი რომ არ გავაღრმავოთ, კონტრასტული პროცედურების დროს, ასევე ყინულითა და ძალიან ცივი წყლით დაბანისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
კატეგორია: რჩევები♥ | ნანახია: 1190 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.