7:39 PM CremLi | |
ერთ დღესაც , როდესაც ნიკა შეშის მოსატანად იყო წასული, დაუღამდა. მარი ანერვიულდა , ცოტაც და ალბათ სპილოსოდენა ცრემლებს გადმოუშვებდა თვალებიდან. მან სახლში ვერ მოიცადა, მოიხურა ძველი ქურთუკი რომელსაც სითბო საერთოდ აღარ ჰქონდა და გაიქცა მისი ძმის საძებნელად.ბევრი იარა. სიცივე კი ძვალში უვლიდა. ქარი ისეთი ძალით ურტყამდა გოგონას გვერდებში რომ პატარა მარიამი თავს ვერ იკავებდა და უმწეოდ ეცემოდა მიწაზე.საწყალი გოგო ქუჩაში აფრიალებულ შემოდგომის ფოთოლს მოგაგონებდათ.მარის მეტი აღარ შეეძლო, მივიდა და ერთი ხის ძირას მოიკალათა. ხელებს და ფეხებს ვეღარ გრძნობდა. და აი უცებ ჩამოვარდა პირველი თოვლის ფიფქი, რომელიც გოგონას ლოყაზე დაეცა. მარიმ ზევით აიხედა, ხედავდა თუ როგორ ერთობოდნენ ფანტელები ჰაერში, მაგრამ სამ წამში მიწაზე ეცემოდნენ და ელოდებოდნენ მეგობარ ფანტელს რომელიც მალევე მიუჯდებოდა გვერდზე. გვიანი იყო. მარის ძოლი მოერია და იქვე ჩამოეძინა. გამთენიოს ნიკამ იპოვა მისი პატარა დაიკო, მაგრამ გოგონა სულ გაყინულიყო. მან აიყვანა გოგონა ხელში და სახლში წაიყვანა ყველაფერი გადააფარა, რომ მარი გონს მოვულიყო მაგრამ ამაოდ. ის უკვე აღარ სუნთქავდა. ნიკას ამის დაჯერება არ უნდოდა და ელოდებოდა როდის გაახელდა თვალებს. თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა და ჩუმად ამბობდა: - მარი... დედამ და მამამ მიგვატოვეს, სულ მარტოები დაგვტოვეს, ჩვენ ერთმანეთით ვცოცხლობთ და ძალიან გთხოვ არ დამტოვო მარტა... დაგავიწყდა რამდენი რამე დაგვრჩა გაუკეთებელი... რამდენი სურვილი აუხდენელი... მარი... გახსოვს მპირდებოდი ისე გაგლახავ რომ ჩემს გვერზე დაწოლა შეგეშინდებაო... მარი არ დამტოვო ... მარი... - ნიკა ტოროდა. მარტოობას მისტიროდა. დას დახედა და უცებ ერთი ცრემლი მის დაიკოს ლოყაზეც დაეცა. მარიმ ამოისუნთქა და თვალები გაახილა. ნიკა ვერ მიხვდა რა ხდებოდა. მარიმ კი გაუღიმა და უთხრა - რა ქენი ნიკა? შეშა მოიტანე ? - კი ...მარი მოვიტანე - უი...რამდენი ხანი მეძინა,სულ არაფერი მახსოვს. ნიკას გაეცინა და მარის ჩაეხუტა. მას მერე ხუთი წელი გავიდა , ბავშვები კი ისევ მარტოები, ერთმანეთის იმედით ცხოვრობენ იმ პატარა სახლში. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |