ჩვენ შეიძლება სამძიმარი ვუთხრათ ერთმანეთს,
თუმცა კი მკვდრების გაცოცხლედა არ შეგვიძლია,
გარდაცვლილ გვამებს ზღვად მივაყრით წითელ მიხაკებს,
ვითომც და მასზე დარდით გული გადაგვლევია.
ყალბი ცრემლებით მივაცილებთ სამარის კართან,
თუმცა კი ჩვენთვის "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირია".
მკაცრი ხელებით გავისწორებთ ცრემლიან ნიღბებს,
თითქოს და მასზე დარდით გული გადაგვლევია.
ბოროტ სინდისში ჩავიხედავთ, ვიტყვით ცინიზმით:
-"ეჰ, რა ვქნათ ძმაო, ეს განგების განაჩენია".
გარდაცვლილს გულზე გადავაყრით წითელ მიხაკებს,
-"ამაზე მეტი ჩვენ არაფერი დაგვრჩენია".
თუმცა მოკვდავის განწირული, ცივი კივილი,
ჩვენს სინდისში გადაირბენს როგორც მარხილი,
ჩაწვდება ჩვენს ყურს საცოდავის ხვეწნა მუდარა,
საშველად ხმობის ამაზრზენი მწარე ძახილი;
და ჩვენ მივხვდებით, მივხვდებით მაშინ,
რომ უარი ვთქვით მის საშველად გაწვდილ ხელებზე.
მაშინ მივხვდებით, რომ მკვლელები თვითონ ჩვენ გავხდით,
რადგან მუდარა დავიკიდეთ მისი ფეხებზე.